საიტის წესები და კონკურსში მონაწილეობის პირობები
  1. საიტზე რეგისტრაცია ადასტურებს, რომ თქვენ გაეცანით საიტის წესებს და ეთანხმებით ყველა ქვემოთმოყვანილ პირობას.
  2. კონკურსში მონაწილე ყველა სურათი უნდა იყოს ატვირთული მშობლის (მშობლების) მიერ. საიტი პასუხს არ აგებს პირადი საკუთრების უფლების, საავტორო უფლების ან/და სხვა უფლებების დარღვევით მოპოვებულ და ატვირთულ სურათებზე.
  3. დეტალური ინფორმაციის (მაგ. მისამართის, სრული სახელის, ტელეფონის ნომრების და ასე შემდეგ) მითითება რეგისტრაციის დროს არ არის სავალდებულო. თუმცა გამარჯვებულთან დაკავშირების მიზნით ტელეფონის ნომრის მითითება სასურველია (წინააღმდეგ შემთხვევაში დაკავშირება მოხდება ელ–ფოსტის საშუალებით). პერსონალური ინფორმაცია საიტზე არსად ქვეყნდება, გარდა თქვენი პირადი გვერდისა.
  4. აკრძალულია ფოტოსურათის მნიშვნელოვანი შეცვლა/დამუშავება გრაფიკულ პროგრამებში. ერთადერთი გამონაკლისია – შავ–თეთრი და “სეფია” ეფექტების გამოყენება.
  5. სურათის მაქსიმალური ზომა – 5 მბ (ან 5000x5000 პიქსელი). დაშვებულია მხოლოდ JPG/JPEG ფორმატი. სურათი უნდა იყოს კარგი ხარისხის და არ უნდა შეიცავდეს სხვა საიტების ლოგოტიპებს. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას საჭიროების შემთხვევაში შევცვალოთ სურათის ზომები.
  6. სურათი, რომელზეც გამოსახულია მთლად შიშველი ბავშვი, ან ბავშვი სახიფათო ან/და დამამცირებელ გარემოში მოიხსნება კონკურსიდან წინასწარი შეტყობინების გარეშე. ასევე, მოიხსნება ყველა სურათი უცენზურო, დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი აღწერით.
  7. კონკურსანტების ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 10 წელს. ბავშვის ასაკი სურათზე უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის რეალურ ასაკს.
  8. ფოტოსურათების საიტზე ატვირთვით თქვენ ადასტურებთ თქვენს თანხმობას განვათავსოთ ატვირთული სურათები მხოლოდ და მხოლოდ ამ საიტზე. გამარჯვებული კონკურსანტის ფოტოსურათი განთავსებული იქნება საიტის მთავარ გვერდზე ერთი თვის მანძილზე.
  9. გამარჯვებული კონკურსანტი გამოვლინდება ჯამური შეფასების საფუძველზე. ხმის მიცემა შესაძლებელია 1 საათში ერთხელ და მხოლოდ საქართველოს ტერიტორიიდან. აკრძალულია ანონიმური პროქსი სერვერების და რეიტინგის ხელოვნური გაზრდის მეთოდების გამოყენება. გამარჯვებული მიიღებს სპონსორის მიერ დაწესებულ პრიზებს. ამჟამად პრიზების გაცემა მიმდინარეობს მხოლოდ ქალაქ თბილისის ფარგლებში. პრიზები არ იგზავნება რეგიონებში. რეგიონში მცხოვრებმა გამარჯვებულმა ერთი თვის განმავლობაში თვითონ უნდა მოაკითხოს ჩვენს ოფისს.
  10. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას წინასწარი შეტყობინების გარეშე შევცვალოთ საიტის წესები ან/და კონკურსის პირობები.

ვეთანხმები და მინდა დავრეგისტრირდე

patara.ge © 2010-2013 info@patara.ge
IP address signature

Page Rank Check

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player